ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(ფოტოები) რა­ჭა­ში სტიქიას ებრძვიან, 12 სო­ფე­ლი გა­რე­სამ­ყა­რო­საა მო­წყვე­ტი­ლი – რა ვითარებაა ადგილზე

რა­ჭა­ში ამ დროისთვის სტი­ქი­ას კვლავ ებ­რძვი­ან. ყვე­ლა­ზე მე­ტად ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი და­ზა­რალ­და, სა­დაც 12 სო­ფე­ლი გა­რე­სამ­ყა­რო­საა მო­წყვე­ტი­ლი.

მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი, ვინც სტი­ქი­ის ზო­ნა­შია დარ­ჩე­ნი­ლი, დახ­მა­რე­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ითხოვს და ად­გილ­ზე გა­და­ღე­ბულ მძი­მე კად­რებს ავ­რცე­ლებს.

ერთ-ერთი პირი, რო­მე­ლიც უწე­რა­შია ჩარ­ჩე­ნი­ლი, წერს, რომ სო­ფელ­ში ბავ­შვებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბა. მისი თქმით, ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რემ უკვე მის ახ­ლოს მდე­ბა­რე რამ­დე­ნი­მე სახ­ლი წა­ი­ღო.

მოგ­ვაქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა… ბავ­შვე­ბით ვართ აქ ჩავ­რჩით, დე­ნიც გა­ი­თი­შა, რა­ი­ონ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზაც წა­ღე­ბუ­ლია, არც სა­ცალ­ფე­ხო გზაა, წა­ი­ღო ჩვენ გარ­შე­მო მდე­ბა­რე სახ­ლე­ბი, ჩემი მე­ზობ­ლის სახ­ლია ვი­დე­ო­ში, ამის მერე ჩვე­ნია, მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბით ვართ, გა­მო­აგ­ზავ­ნეთ დახ­მა­რე­ბა!.დენი არ არის ტე­ლე­ფო­ნის ბა­ტა­რი­ას ვუფრ­თხილ­დე­ბით, რომ გა­რე­სამ­ყა­როს­თან გვქონ­დეს კონ­ტაქ­ტი, ნუ მი­რე­კავთ გთხოვთ..

სა­მაშ­ვე­ლოც ვერ მოვა ფი­ზი­კუ­რად სახ­მე­ლე­თო გზით, გზა არ არის ფი­ზი­კუ­რად, ცოტა ჩა­წყნარ­და წყალ­დი­დო­ბა, მაგ­რამ თუ ისევ გაწ­ვიმ­და და იგი­ვე გა­მე­ორ­და ჩემი სახ­ლი­ღა დარ­ჩა ნა­პირ­ზე და წა­ი­ღებს, ჩვე­ნამ­დე რაც იყო, აღა­რა­ფე­რია დარ­ჩე­ნი­ლი…

მთა­ვა­რია არ გაწ­ვიმ­დეს, მთა­ვა­რია დრო­უ­ლად მო­ახ­დი­ნონ სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­წყე­ბა, გზის ხი­დის რეს­ტავ­რა­ცია, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­მოყ­ვა­ნა, თო­რემ აქ არც მა­ღა­ზი­ე­ბია, არც აფ­თი­ა­ქი მო­წყვე­ტი­ლე­ბი ვართ და ღამე სიბ­ნე­ლე­ში რა უნდა ვქნათ არ ვიცი, დენი გვჭირ­დე­ბა პირ­ველ რიგ­ში და გზის აღ­დგე­ნა, მე­ეჭ­ვე­ბა ყვე­ლა თვითმფრი­ნა­ვე­ბით გად­მოგ­ვიყ­ვა­ნონ სა­თი­თა­ოდ, ვნა­ხოთ რა იქ­ნე­ბა, ყველ­გან დავ­რე­კე ყვე­ლა სა­მა­უ­წყებ­ლო­შიც, ასე რამ დიდი ხა­ნია არ მომ­ხდა­რა” – წერს ნინო ჯა­ფა­რი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

იტვირთბა....