ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“პანკისი ორი გვარის შერიგებას მუდმივად ცდილობს” – მუთოშვილებმა სისხლის აღებაზე დაიწყეს საუბარი

პანკისში, მურად ქავთარაშვილის სახლი დაცხრილეს. ქავთარაშვილის სახლში, დილიდან ახლობლები და ნათესავები იკრიბებიან. პანკისის სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერის, თამაზ ბაღაკაშვილის თქმით, ხეობა ორი გვარის შერიგებას მუდმივად ცდილობს და ქავთარაშვილებს მუთოშვილებთან შერიგება სურთ.

“ვინ რა გააკეთა, მე არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ შევარიგოთ ეს ორი გვარი. ჩვენ ვცდილობთ, ჯგუფ-ჯგუფად, მთელი ხეობაც რამდენჯერმე ყოფილა რომ სახლში მივსულვართ, გვითხოვია, რომ ღმერთის გულისთვის, გაეთვალისწინებინათ და ეს სისხლის აღება არ მომხდარიყო. ქავთარაშვილებს უნდათ შერიგება“ – განაცხადა თამაზ ბაღაკაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის არა ერთი შეხვედრა გაიმართა, მცდელობა უშედეგო იყო და მუთოშვილებმა სისხლის აღებაზე დაიწყეს საუბარი.

ცნობისათვის, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. დაუდგენელმა პირმა სოფელ დუისში ქავთარაშვილების სახლს ცეცხლი გაუხსნა.

არსებული ვერსიით, შემთხვევა შესაძლოა 2019 წელს სოფელ საკობიანოსთან მომხდარ მკვლელობის საქმეს უკავშირდებოდეს, სადაც ქავთარაშვილი დაჭრეს, 37 წლის ვისო მუთოშვილი კი მოკლეს.

იტვირთბა....