შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კიდევ ერთ მოწმეს კითხავენ. გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე “კაწროს” მეგობარი, დაჩი ბუაძე იკითხება.
ამასთან გამოკითხვაზე შევიდა დაჩი ბუაძის კიდევ 2 მეგობარი. ამის შესახებ ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს.
ცნობისათვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. ცალკეა გამოყოფილი არასრულწლოვანთა საქმე, ასევე ცალკე არის გამოყოფილი 11 სრულწლოვანის საკითხი და ცალკე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად განზრახ ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა ჯერჯერობით აღნიშნული ბრალი არც ერთი დაკავებულისთვის არ წარუდგენიათ.