ახალი ამბები მთავარი სამართალი ჩვენი სტატიები

ვინ არის ბიზნესმენი, რომელმაც ლერი სულაბერიძის მანქანას ცეცხლი გაუხსნა

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტiს, ლერი სულაბერიძის ავტომობილს წყნეთის გზაზე ცეცხლი გაუხსნა ბიზნესმენმა ირაკლი ღლონტმა, რომელიc პოლიციამ უკვე დააკავა. ბიზნესმენი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, მაგრამ რა იყო მომხდარის მოტივი, ამ ეტაპზე გამოძიებისთვის უცნობია.

“მეტრონომი” დაინტერესდა, გაერკვია, ვინ არის ირაკლი ღლონტი და რა გახდა სულაბერიძესა და ღლონტს შორის დაპირისპირების მიზეზი. ირაკლი ღლონტი 1980 წელს, 20 ივნისაა დაბადებული და დაკავებულია ბიზნესსაქმიანობით. 2017 წლიდან ის არის კომპანია “აის+”-ის 80%-იანი მფლობელი. 2010 წლიდან ის რესტორანი “გურიას” კაპიტალის სხვადასხვა რაოდენობის წილს ფლობდა, ხოლო 2018 წლის ბოლო მონაცემეით, ის აღნიშნული რესტორნის 28%-იანი წილის მფლობელია. მისი ბიზნესპარტნიორები კი არიან ნატალია მგელაძე, გიზო მიქაძე და ავთანდილ ლომაძე.

წარსულში, კერძოდ 2016 წელს, ირალი ღლონტი იყო შპს “ფერსტ”-ის 100%-იანი წილის მფლობელი. ხოლო კომპანიის დირექტორი იყო დათო ლომჯარია.  ამასთან, 2010  წლიდან ირაკლი ღლონტი ერთ-ერთ პარტნიორად ფიქსირდება შპს “ფრუტ პროცესინგ კომპანი”-შიც. ამ წელს მისი წილი 35%-ს შეადგენდა, 2011 წელს კი კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელი გახდა. ბიზნესმენი ამ კომპანიაში პარტნიორად 2014 წლიდან აღარ ფიგურირებს.

რა მოტოვი ამოძრავებდა ირაკლი ღლონტის და რა გახდა თავდასმის მიზეზი, ალბათ, გამოძიება დადადგენს. ხოლო, ლერი სულაბერიძე ამბობს, რომ ის ბიზნესმენს არც კი იცნობს და მისი სახელი და გვარი არაფერს ეუბნება.

შეგახსენებთ, ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ლერი სულაბერიძის ავტომობილს წუხელ, წყნეთის გზაზე, კაკლებთან ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.  ინციდენტის შედეგად ლერი სულაბერიძე არ დაშავებულა, ნატყვიარები მხოლოდ ავტომანქანაზე შეინიშნება.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თათია შაიშმელაშვილი

 

იტვირთბა....