ახალი ამბები მთავარი სამართალი

“რურუას არამხოლოდ იარაღი „ჩაუდეს“, არამედ გამომძიებელიც” – დიმიტრი საძაგლიშვილი

გიორგი რურუას არამხოლოდ იარაღი „ჩაუდეს“, არამედ გამომძიებელიც, – ამის შესახებ „მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა სასამართლო პროცესზე, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა. მან საკუთარ დასკვნით სიტყვაში განაცხადა, რომ სამართალდამცავებს რურუას ჩხრეკა არ მოუხდენიათ და ასევე არ ამოუღიათ იარაღი. ამასთან, ადვოკატის თქმით, მოწმეების ჩვენები შეუსაბამო და ურთიერთსაწინააღმედეგოა.

ცნობისთვის, შსს-მ “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლი გიორგი (ჟორჟიკა) რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, გიორგი რურუა პოლიციამ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს

იტვირთბა....