ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში COVID-19-ით სამედიცინო სფეროს 129 თანამშრომელია დაინფიცირებული

საქართველოში COVID-19-ით სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი სამსახურების 129 თანამშრომელი დაინფიცირდა – ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშშია ასახული.

სამედიცინო პერსონალის დაინფიცირება ქვეყანაში რეგისტრირებული შემთხვევების (980 დადასტურებული შემთხვევა) 13.2%-ს შეადგენს.

„სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების 111 შემთხვევიდან ერთი კლასიფიცირდა, როგორც საზოგადოებაში შეძენილი. შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის რაოდენობა საქართველოში განისაზღვრა როგორც 110, რაც ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 11.2%-ია.”,-აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, სამედიცინო პერსონალის შემთხვევაში დაავადებულთა საშუალო ასაკი 46 წელია, ასაკობრივი დიაპაზონი 19-72 წელი. სქესის მიხედვით, დაინფიცირებულ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა 85.5% იყო ქალი, 14.5% – კაცი.

იტვირთბა....