“ნახალოვკის კლასტერი დაიშალა !
დაჩი ბუაძემ ,ანუ ვიცე კაწრომ თბილისი უკვე დატოვა,ბარგს ალაგებს ავთო ბილანიშვილი ანუ”კაწრო”, ისინი საქართველოს უახლოესი რეისით დატოვებენ !
მათი ხელისბიჭების ნაწილი იატაკქვეშეთში,ნაწილი ჩარჩა უპატრონოდ ციხეში ! ველოდები როდის გაახსენდებათ მერსედესი და მოყვებიან,რა მოხდა რეალურად !”
ელისო კილაძე – ჟურნალისტი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე “კაწრო” საგამოძიებო უწყებაში გამოკითხეს.
ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ თუ როგორ ხვდება გურამ ამირხანაშვილი უცნობ პირს და ამირხანაშვილს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება. “მთვარი არხის” ვარაუდით, აღნიშნული პირი ავთანდილ ბილანიშვილია.
ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.