2020 წლის ბოლოს კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა შემცირდება – ამის შესახებ, Microsoft-ის დამარსებელმა ბილ გეითსმა განაცხადა. ინფორმაციას cnbc წერს.
გეითსმა რემდესივირი COVID-19-ის სამკურნალოდ წამყვან პრეპარატად დაასახელა. მისი თქმით, მედიკამენტის გამოყენების შედეგად, მძიმე პაციენტების დაღუპვის მაჩვენებელი 62%-მდე შემცირდა. მისი განცხადებით, მეცნიერები კიდევ ორ ანტივირუსულ პრეპარატს სწავლობენ.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე მსოფლიოში ვაქცინის შექმნაზე 200-ზე მეტი ჯგუფი მუშაობს.