ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

საქართველოში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1155 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 929-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 6489 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337.

იტვირთბა....