როდესაც თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, იგი იმ დღეს ცოცხალი იყო. 23 წლის პროგრამისტის ავტომანქანა სოფელ მაწევანში შენიშნეს. თუმცა, სამძებრო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, იმ ადგილას, სადაც ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს, ვერც ავტომანქანა და ვერც თავად ახალგაზრდა ქალი ვერ ნახეს. ამის შესახებ სოფლის მცხოვრები “პოლიტმეტრთან” საუბრობს.
“როდესაც გამოაცხადეს, რომ გაუჩინარდა, მეორე დღესვე გამოიარა ამ გზით. ამის შემდეგ სამძებრო სამუშაოები ჩაატარეს და ადგილას, სადაც გარდაცვლილი იპოვეს, იმ ადგილას არ იყო. საბოლოოდ კი გარდაცვლილი იპოვეს იმ ადგილას” – უყვება “პოლიტმეტრს” სოფელ მაწევანის მცხოვრები ეკატერინე ელბაქიძე.
ცნობისათვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.