სოფელ ხაიშის შემდეგ სოფელი წინწყარო მდებარეობს, სადაც TV პირველის გადამღებმა ჯგუფმა კამერა შენიშნა. კამერა პირდაპირ უყურებს ქუჩას და თუკი ეს კამერა მუშაობს და თანაც, ხაიშის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილმა ამ გზაზე გაიარა, კამერაზე ეს აუცლებლად უნდა იყოს აღბეჭდილი.
ამასთან, ეს კამერა ძალიან ახლოსაა დამონტაჟებული, რამდენიმე მეტრი აშორებს, სოფლის გამგეობის შენობასთან. ამის შესახებ ინფორმაციას “პოლიტმეტრი” ავრცელებს.
კითხვაზე ეს კამერა მუშაობს თუ არა, TV პირველს განუცხადეს, რომ მუშაობდა, თუმცა, როგორც ჩანს, აღარ მუშაობს.