საქართველო არის ლიდერი „ცე“ ჰეპატიტის, ამ დამანგრეველი დაავადების აღმოფხვრის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა მედიასთან განაცხადა.
„დღეს მსოფლიო „ცე“ ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არის ის, რომ საქართველო არის ლიდერი ამ დამანგრეველი დაავადების აღმოფხვრის კუთხით. 70 ათას ქართველს ჩაუტარდა ტესტირება და მკურნალობა, მოსახლეობის 70 პროცენტს ტესტირება ჩაუტარდა და 30 პროცენტი ელოდება მკურნალობას, რომელიც არის უფასო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი, ვინც დაავადებას ებრძვის, მკურნალობას უფასოდ გადის, რომელიც მათ სიცოცხლეს გადაარჩენს გრძელვადიან პერსპექტივაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.