ვარკეთილში დამწვარი ბაზრის მიმდებარედ მოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს.
მოვაჭრეები 300 ლარიან დახმარებას, ალტერნეტიული ფართის გამოყოფას და ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ. ისინი ამჟამად მიმდებარე ტროტუარზე არიან შეკრებილი.
მათივე განცხადებით, ამ დრომდე დაზარალებულების ნაწილს არანაირი დახმარება არ მიუღიათ.
შეგახსენებთ, რომ 16 ივნისს ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძარი მოხდა, რომლის დროსაც განადგურდა ბაზრის შიდა ტერიტორია, თითქმის 4 ათასი კვადრატული მეტრი თითქმის მთლიანად დაიწვა.