ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია თანამდებობას ტოვებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელია თანამდებობას ტოვებს. მან განცხადება პოსტიდან წასვლის თაობაზე უკვე დაწერა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ალექსანდრე მოწერელიამ თავად განუცხადა.

მისი თქმით, პირველი აგვისტოდან გუბერნატორის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე მალხაზ თორია შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე მოწერელია სახელისუფლებო პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა სამეგრელო-წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშის მაჟორიტარულ ოლქში.

რაც შეეხება მალხაზ თორიას, ის 2020 წლის 6 აპრილს დაინიშნა გუბერნატორის პირველ მოადგილედ, მანამდე კი, სხვადასხვა ძალოვან უწყებაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა.

იტვირთბა....