ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვარკეთილში სპეცოპერაციისას დაკავებული მამაკაცის განცხადებით, “გამომძიებლებს ზღაპრები აქვთ მოყოლილი”

ვარკეთილში, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული მამაკაცი, ალექსანდრე ივანოვი, რომელიც უმისამართოდ ისროდა, პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ალექსანდრე იაშვილმა მიიღო.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ კვლავ აღკვეთ რონისძიებად პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულის 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

თვაად ბრალდებული სასამართლო პროცესს დისტანციურად დაესწრო. როგორც ბრალდებულმა განაცხადა, “გამომძიებლებს ზღაპრები აქვთ მოყოლილი”.

ადვოკატის განცხადებით, მდგომარეობა კრიტიკულია და ალექსანდრე ივანოვს კლინიკაში სრულყოფილი, ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება.

შეგახსენებთ, 5 ივნისს, ვარკეთილის მე-3 მასივში, სპეცოპერაციის სედეგად ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ალექსანდრე ივანოვი დააკავეს, რომელიც  ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამარტოდ ისროდა.  ადგილზე მისულ სამართალდამცველებს მამაკაცი დახვდათ საცხოვრებელ სახლში საკუთარ  დახვდათ, რის სედეგადაც სპეციალური ტექნიკის მობილიზება გახდა საჭირო. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ალექსანდრე ივანოვი დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას და მათ ჩაბარდა.

 

 

იტვირთბა....