ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 10% ფიქრობს, რომ კორონავირუსის გავრცელება 5G-ს უკავშირდება

საქართველოში გამოკითხული ყოველი მე-10 მოქალაქე ფიქრობს, რომ კორონავირუსის გავრცელება ინტერნეტტექნოლოგიების გადამცემ სისტემას – 5G-ს უკავშირდება – კვლევა “ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა” NDI-იმ ჩაატარა.

გამოკითხულთა 45%-ის თქმით არ ეთანხმებიან, რომ 5G ინფრასტრუქტურა დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელებასთან. 16 პროცენტს არ სემნია ამ ტექნოლოგიის შესახებ, ხოლო 30 პროცენტი პასუხობს, რომ არ იცის.

აღნიშნული კვლევის ჩასატარებლად გამოიკითხა 1,550 ადამიანი. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩა.

იტვირთბა....