ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) კორონავირუსთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს. NDI-ის კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 53 პროცენტს სჯერა, რომ რწმენა მორწმუნეებს კორონავირუსით დაიფიცირებისგან იცავს. მოსაზრებას, რწმენა იცავს ჩემი რელიგიის მორწმუნეებს კორონავირუსით დაინფიცირებისგან, მოსახლეობის 38% არ ეთანხმება, ხოლო 9% ამბობს, რომ არ იცის.
აღსანიშნავია ისიც, რომ გამოკითხვების მიხედვით, მართლმადიდებლების მხოლოდ 10%-მა განაცხადა, რომ წელს ეკლესიაში სააღდგომო მსახურებას დაესწრო.
NDI-მ კვლევისთვის სატელეფონო გამოკითხვა და ფოკუს ჯგუფების მეთოდოლოგია გამოიყენა. სატელეფონო გამოკითხვის შემთხვევაში, საველე სამუშაოები 26-30 ივნისს ჩატარდა და შედგა 1 550 დასრულებული ინტერვიუ. ორგანიზაციის ინფორმაციით, რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩა და ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.