aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

“ივანიშვილმა დაგვაბრუნა იმ შავ-ბნელ 90-იან წლებში, სადაც იყო ძალადობა, მკვლელობა, იარაღის ჩადება, გაუპატიურება” – თორნიკე მამალაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ აქცია – პერფორმანსი გამართა. მამალაძის თქმით, მას სურს ბიძინა ივანიშვილს “მადლობა” გადაუხადოს იმისთვის, რომ ქვეყანა 90-იან წლებში დააბრუნა.

„პირველ რიგში, მინდა ამ ბოროტების ქარხანას და მის შემოქმედს ბიძინა ივანიშვილს გადავუხადოთ „მადლობა“, მადლობა იმისთვის, რომ დაგვაბრუნა იმ შავბნელ 90-იან წლებში, სადაც იყო ძალადობა, მკვლელობა, იარაღის ჩადება, გაუპატიურება და ა.შ. სადაც იყო ავტომატებით საუბარი და საქმის გარჩევები. ამისთვის გვინდა მადლობა გადავუხადოთ ბიძინა ივანიშვილს, რომ ეს ახალგაზრდებიც დააბრუნა იმ 90-იან წლებში, რომელიც მათ არ აქვთ ნანახი და რომელიც ჩვენ გამოვიარეთ, იმ წარსულში, რომელიც რუსეთთან ასოცირდებოდა,“ – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

იტვირთბა....