ახალი ამბები მთავარი სამართალი

“შესაძლოა, ბაჩალიაშვილმა შეასრულა დავალება და შემდეგ გააცნობიერა, რომ ის შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს”- ექსპერტი

უსაფრთხოების საკითხების ექაპერტი დავით კუხალაშვილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ მომხდარი მის საქმიანობას უკავშირდებოდეს. ამის შესახებ კუხალაშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.

კუხალაშვილი არ გამორიცხავს, რომ ბაჩალიაშვილს დანაშაულის ნიშნების შემცველი საქმე შეასრულებინეს, ანდა ასეთი საქმის შესრულებაე უარი თქვა, რამაც ეს შედეგი გამოიწვია.

“შეკვეთების ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია მას გარკვეული დავალება მისცეს, შეასრულა ეს დავალება და შემდეგ გააცნობიერა, რომ ეს დავალება გარკვეულწილად შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს. მეორე ვერსიაზე შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ მას მისცეს გარკვეული დავალება, მან აღიქვა რომ ეს დანაშაულს უკავშირდებოდა, უარი თქვა ამის შესრულებაზე, აქედან შეიქმნა გარკვეული დაძაბულობა. ორივე ვერსიას აქვს არსებობის საშუალება,”- განაცხადა ესპერტმა.

ასევე კუხალაშვილი არ გამორიცხავს კიდევ ერთ ვერსიას, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა საქმის შესრულებისას გარკვეულ ინფორმაციაზე წვდომა მიიღო, რომელიც კომპანიის ბექგრაუნდი იყო და იმ კომპანიის კომპრომეტაციასაც იწვევდა.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

 

იტვირთბა....