“შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს ვენაცვალე, არავითარი პრეტენზია არ მაქვს, ვიღაცების გამოკლებით. ისეთი ხალხი ზის, ძალიან დაფიქრებული, ჩახედულები არიან, ისინი ნამუსით, სინდისით, მგონი, მიხედავენ ამ საქმეს”, – ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა POSTV-თან განაცხადა.
“დიდი იმედი მაქვს, მინისტრი ჰყავს ამ ქვეყნას, ბატონი გახარია კარგად ნახავს და ასეთ ნაგვებს მოაშორებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს ვენაცვალე, არავითარი პრეტენზია არ მაქვს, ვიღაცების გამოკლებით. ისეთი ხალხი ზის, ძალიან დაფიქრებული, ჩახედულები არიან, ისინი ნამუსით, სინდისით, მგონი, მიხედავენ ამ საქმეს. იმედი მაქვს 100%-ით გაირკვევა საქმე.
მტერს არ ვუსურვებ, რა დღეშიც ვარ, პირადად არავინზე ვიძახი, უბრალოდ, აეხსნა, ეთქვა ჩემთვის. როგორც გზა გადაიკეტა, მეორე დღით გამოჩნდა მანქანა”, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.