გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მისი სამსახურის, კომპანია “ზეგის” დირექტორი თამარ კობერიძე დაიკითხა. ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში კობერიძის გამოკიტხვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა კომპანიის იურისტი ქეთი მირიანაშვილიც.
ინფორმაციისთვის, 23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი კომპანია „ზეგის“ თანამშრომელი იყო. გამოძიებამ ამიტომ დაკიტხა კომპანიის დირექტორი, მაგრამ რა კითხვები ჰქონდა მასთან, ამ დროისთვის უცნობია.
შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.