ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში შესაძლოა აშშ-ის ფედერალური ბიუროს სპეციალისტები ჩაერთონ

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, ვერ მოხერხდა დაღუპულის კომპიუტერის გახსნა და ოჯახი არ გამორიცხავს, რომ დასახმარებლად ამერიკის ფედერალური ბიუროს სპეციალისტებს მიმართოს. ამის შესახებ მიხეილ რამიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

„აღარ გვინდა რაღაც-რაღაცების დეკორატიული შეფუთვები, ეს არის მთელი ერის ტრაგედია. გლოვის ზარები ყველას ოჯახში არ უნდა ჩამოიკრას. ამიტომ კეთილი ინებოს შინაგან საქმეთა მინისტრმაც და გენერალურმა პროკურორმაც.

უკვე მივმართე შესაბამის ორგანოს, საელჩოსაც. ალბათ, ძალიან მალე ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც მოვითხოვ, ფედერალური ბიუროდანაც მოხდეს სპეციალური ექსპერტების მოწვევა, რომ მოხდეს კომპიუტერის გახსნა. იმიტომ, რომ ჯერ 21-ე საუკუნეს ვერ მივაღწიეთ საქართველოში.

რომ ვერ ხსნიან. როცა უნდათ დაშინების და გაჩუმების მეთოდებით ხსნიან, როცა უნდათ ევაჭრებიან, აშინებენ – შეთანხმებებს რატომ არღვევ. სიტყვის და გამოხატვის უფლება ყველას უნდა გააჩნდეს, მე-17 საუკუნეში არ ვცხოვრობთ და რუსეთი არ ვართ“ – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

წამყვანის კითხვაზე: ამ კომპიუტერში დევს პასუხი კითხვაზე, რა დაემართა თამუნა ბაჩალიაშვილს? – რამიშვილმა უპასუხა:

„შესაძლებელია. მე წინასწარ ვერ გეტყვით რა დევს, მაგრამ ფაქტი არის, რომ რაღაცები შეიძლება იყოს აღმოჩენილი“ – განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისათვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....