გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძის განცხადებით, 19 წლის ფეხბურთელი ალყაში მოაქციეს და ეს დასტურდება ამირხანაშვილის და ახვლედიანის ჩვენებებით. ამის შესახებ მირიან ნიკოლაძემ “ტვ პირველის” გადაცემა “საჯარო პოლიტიკაში” განაცხადა.
იტვირთბა....

“ამირხანაშვილის და ახვლედიანის ჩვენების წაკითხვით სხვა დასკვნის გამოტანა წარმოუდგენელია. ეს არის მტკიცებულებით დადასტურებული. ეს არ არის ჩვენი ვერსია. სანამ სახეზე არ იყო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ჩვენ არ გვითქვამს, რომ ვინმე მკვლელია და ვიღაცას ბრალი მიუძღვის გიორგის გარდაცვალებაში. ყოველთვის ვცდილობდით, რომ იყოს არგუმენტირებული. მოცემულ შემთხვევაშიც ასეა. ეს ორი ჩვენება ავსებს ერთმანეთს. ხშირად ვიძახით და ახლაც ვიმეორებ, რომ არ არის მხოლოდ ორი ჩვენება. უამრავი ფაქტორია, რომლითაც შეგიძლია დაადგინო მათი იქ მყოფობა” – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. დღეს 11 ბრალდებულის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომლებიც მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა.