ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე ნიკოლოზ ბაჭულაშვილი აქტიურად მონაწილეობდა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების დაშლაში. ამის შესახებ ტელეკომპანია “მთავარი არხი” იუწყება. საუაბრია “სირცხვილიასა” და “შეცვალეს” ორგანიზებით გამარუთულ საპროტესტო აქციებზე, რომლებიც გასული წლის შემოდგომას იმართებოდა. ახლა კი, როგორც ცნობილია, მას გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი შანტაჟში ადანაშაულებს.
“მთავარი არხის” განცხადებით, არქივში შესაბამისი ვიდეოკადრებიც ინახება.
ბაჭულაშვილი დღეს შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ გამოკითხა. უწყებიდან გამოსვლის შემდეგ მან განცხადება გააკეთა. მან ბაჩალიაშვილის მამის განცხადებები უარყო და მისი მხრიდან შანტაჟი გამორიცხა. მისი თქმით, 23 წლის პროგრამისტის პირად კომპიუტერთან შეხება არ ჰქონია.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.