მთავარი ციტატა

“სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია”- არჩილ გაგნიძის ადვოკატი

„არ ველოდით ამ გადაწყვეტილებას და გვეგონა, რომ სასამართლო სამართლებრივად სწორად მიუდგებოდა საქმეს. თუმცა თუ ფაქტობრივად, მანამდე არსებულ პრაქტიკას გავითვალისწინებთ, რა ხდება მცხეთის სასამართლოში, გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო. შესაბამისად, გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. ეს შეგვიძლია, ვთქვათ. სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ფორმალურად სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ.”

ვასილ მამულაშვილი – გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატი

ამის შესახებ ადვოკატმა  ჟურნალისტებს მცხეთის რაიონულ სასამართლოში განუცხადა.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე იმსჯელა და ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა.

იტვირთბა....