“ყვითელი პრესის დონეზე დავიდა უკვე ეს საკითხი. 2018 წელს საარჩევნო შტაბის უფროსი რომ ვიყავი, მაშინ ჩემი ცოლის ნათესავი არ იყო? ჩემი აზრით, რაც ხელს შეუშლის ოპოზიციის გამარჯვებას, ეს არის ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმა.”
გიორგი ვაშაძე – “ახალი საქართველოს” ლიდერი
ამის შესახებ ვაშაძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
ამით იგი გამოეხმაურა, ენმ-ის წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ვანო ჩხარტიშვილი გიორგი ვაშაძის პოლიტიკურ პარტიას აფინანსებს.