ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ევროპული საქართველოს” სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე იქნება

“ევროპული საქართველოს” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე იქნება.

ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენი სია სპეციფიკურია, პირველი ნომერი იქნება დავით ბაქრაძე. რაც შეეხება ძირითად ადგილებს – ჩვენ გვექნება სრულიად ახალი ინოვაცია, რაც აქამდე საქართველოს პარტიების ისტორიაში არ ყოფილა, ეს არის შიდა კონკურენცია.  თუ ვინ გავა პარლამენტში დანარჩენ ადგილებზე, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა შედეგს დადებენ ამა თუ იმ ოლქში ჩვენი თანამებრძოლები“, – თქვა უგულავამ.

იტვირთბა....