“დღევანდელ სასამართლო სხდომაზე 11 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების ან არდატოვების საკითხი განიხილება. ჩვენი პოზიცია, რა თქმა უნდა, ისევ იგივეა-11-ვე ბრალდებულის მიმართ ვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვებას. ამ პირების მიმართ არსებობს უამრავი არგუმენტი, იყვნენ პატიმრობაში. არგუმენტებია ის, რომ მიმალვის საფრთხე არსებობს, არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები და ასევე, მტკიცებულებების განადგურების რეალური საფრთხე, იქიდან გამომდინარე, რომ არცერთი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, მათ მიერ წინასწარ მიცემული ინფორმაცია არ შეესაბამება საქმის მასალებს და ასე შემდეგ, უამრავი გარემოებაა.
დავით ყაზარაშვილი – ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი
ამის შესახებ პროკურორი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი დღეს იმართება. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული