ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ვახო ახვლედიანს ადვოკატი შეუცვალეს. მან ჩვენება ისევ შეცვალა და ამჯერად, დევნის ეპიზოდში სხვა პირები შემოიყვანა” – ელისო კილაძე

“ქრონიკა პლიუსის” რედაქტორის, ელისო კილაძის განცხადებით, გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაზარალებულ ვახო ახვლედიანს ადვოკატი შეუცვალეს. მისი თქმით, ახვლედიანმა ჩვენება კვლაავ შეცვალა და დევნის ეპიზოდში სხვა პირები შემოიყვანა. ამის შესახებ კილაძემ სოციალურ ქსელ “ფეისბუქ” გვერდზე დაწერა.

“ვახო ახვლედიანს ადვოკატი შეუცვალეს. მან ჩვენება ისევ შეცვალა და ამჯერად, დევნის ეპიზოდში სხვა პირები შემოიყვანა. საინტერესოა, როდის გაიხსენებს (და თუ გაიხსენებს) “მერსედესის” არსებობას?
ქოცვაჭარი ბიძა იქნებ ფეხი აუცდას ვერსიიდან აშკარად დაწინაურდა, ალყაში მოიქციეს, სცემეს და წყალში ჩაახჩვეს, – ესაა მისი ბოლო ამბავი!” – წერს ელისო კილაძე.
ცნობისათვის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული.
იტვირთბა....