ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“იმდენად ნიჭიერი იყო, იქნება სხვა რაღაცეებში შეაღწია, ისეთი ინფორმაცია მოიპოვა, რომელიც არ უნდა სცოდნოდა” – თამარ ბაჩალიაშვილის დედა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა ამბობს, რომ მისი შვილი თავს არ მოიკლავდა. პირველ კომენტარს 23 წლის ახალგაზრდა ქალის დედა მედიასთან აკეთებს.

„მე კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა. წინა კვირასაც გამოცდა ჩააბარა, ინგლისურის საერთაშორისო ენის მოსაპოვებლად და დეასთან ერთად ეძებდა მეორე სამსახურს, რატომ მოიკლავდა თავს.

არავინ არაფრის საქმის კურსში არ მაყენებს, ანალოგიურად, როგორც ძებნისასაც ვიხვეწებოდი ხელჩასაჭიდი თუ გაქვთ გამაგებინეთ მეც, იქნება რაღაცაში გამოგადგეთთქო, არაფერს აღარ გამოვრიცხავ უკვე.

შეიძლება უშუალოდ სამსახურში არა, მაგრამ ეს ბავშვი იმდენად ნიჭიერი იყო იქნება სხვა რაღაცეებში შეაღწია ისეთი ინფორმაცია მოიპოვა, რომელიც არ უნდა სცოდნოდა. უკვე აღარ ვენდობი გამოძიებას, იმთავითვე თამუნას კომპიუტერზეც ვეხვეწებოდი, წაიღეთ და გახსენით დროზე მეთქი, არ მიჰქონდათ, არავინ მოსულა, რამიშვილის გარდა” – განაცხადა ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა.

ცნობისათვის, 5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა ქალის სიკვდილის სავარაუდო მიზეზად თვითმკვლელობა სახელდება. თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ კიდევ ის არის ცნობილია, რომ მის ავტომანქანაში ექსპერტ-კრიმინალისტებმა გარკვეული სახის მედიკამენტები და წერილი იპოვეს.

იტვირთბა....