ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. არსებული ცნობით, კოვიდინფიცირებული თავდაპირველად სოხუმის კარდიოლოგიურ კლინიკაში გადიოდა მკურანლობის კურსს, შემდეგ კი გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პაციენტს გულთან დაკავშირებული თანმხლები დაავადება ჰქონდა.
გუდაუთის საავადმყოფოში რვა პაციენტი მკურნალობს.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 55 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, 37 პაცეინტი განიკურნა, ხოლო გარდაცვლილია ორი ადამიანი.