გარდაცვლილ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მისი მეზობელი იხსენებს:
“ბოლოს წიგნი ზამთარში წაიღო, „მთვარის მოტაცება“. ზუსტად ისიც აღარ მახსოვს, ამომიტანა თუ არა… ამოუტანია. ამოსვლა უყვარდა, ოღონდ უსაქმოდ არა. თუ რამე სჭირდებოდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში.წიგნის სანაცვლოდ, ტკბილეულით მიმასპინძლდებოდა. ბოლოს შოკოლადიანი ბლინები გამოაცხო და ამომიტანა, დაახლოებით სამი კვირის წინ. მომეწონა, ვუთხარი კარგია, მომეწონა თამუნა-მეთქი. გაიღიმა.
პირველ რიგში, ჩვენ ხმაზე ვართ ორიენტირებულები. თითქოს რაღაცნაირი, გარკვეული შეფასება ხმით ხდება. საუცხოო შეფასებები მქონდა, ძალიან კარგი…“, – აღნიშნავს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მეზობელი.