ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო კორონავირუსისგან განიკურნა – ამის შესახებ მან „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
„პისიარ ტესტი სარს-კოვ 2“-ზე: უარყოფითი, ყველას კარგ დღეს გისურვებთ“, – წერს ბოლსონარო “ტვიტერზე”.
ბრაზილიის პრეზიდენტს COVID 19 7 ივლისს დაუდასტურდა, რის შემდეგადაც ტესტზე უარყოფითი პასუხი ბოლსონარომ დღეს პირველად მიიღო.