aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გამოცდები 2020 დასრულდა – როდის დაიწყება შედეგების გამოქვეყნება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ერთიანი ეროვნული გამოცდები სამოქალაქო განათლების გამოცდით დღეს დასრულდა. ასევე, ჩატარდა სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს ნაშრომების გასწორების პროცესი და შედეგების გამოქვეყნება ეტაპობრივად, სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 94%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე კი – გამოსაცდელთა 78%-ზე მეტი.

იყო დაგვიანების ერთეული შემთხვევები და გამოცდიდან მოხსნის სამი ფაქტი (გამოცდაზე მობილური ტელეფონისა და დამხმარე მასალის შეტანის გამო).

2020 წლის საგამოცდო პროცესი ერთიანი ეროვნული გამოცდებით 6 ივლისს დაიწყო. საგამოცდო ცენტრები გაიხსნა ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება მათ აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ეძლევათ.

იტვირთბა....