ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სამხრეთ კორეაში ეპიდემიოლოგიური ვითარება უარესდება

სამხრეთ კორეაში მარტის შემდეგ კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 113 შემთხვევა გამოვლინდა. ახალი შემთხვევებიდან 86 იმპორტირებულია, ხოლო 27 შიდა გადაცემის შედეგია.

სამხრეთ კორეაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების სულ 14 092 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის, 298 პაციენტი გარდაიცვალა.

იტვირთბა....