ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

სტატუსის შეცვლის შემდეგ, აია-სოფიაში პირველი ისლამური ლოცვა მიმდინარეობს

86 წლის შემდეგ, პირველად, აია-სოფიაში ისლამური ლოცვა მიმდინარეობს. ცერემონიას ესწრებიან მლოცველები, ოფიციალური სასულიერო პირები და თურქეთის პრეზიდენტი. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა  მუზეუმის მეჩეთად გადაკეთების ბრძანებას რამდენიმე კვირის წინ მოაწერა ხელი.

ლოცვის მონაწილეები შეკრებილნი არიან როგორც ნაგებობის შიგნით, ისე გარეთ. ადგილობრივი მედიის ცნობით, წინასწარ განისაზღვრა სოციალური დისტანციის დაცვის პირობა ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

ძეგლს, რომელიც ბიზანტიის იმპერიის ეპოქაში აშენდა, როგორც კათედრალი, ოსმალეთის იმპერიის დროს კი მეჩეთად იქცა, თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელმა, მუსტაფა ქემალ ათათურქმა, მუზეუმის სტატუსი გასული საუკუნის 30-იან წლებში მიანიჭა. ამ გადაწყვეტილებას ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ თურქეთის მემარჯვენე-ნაციონალისტურ და ისლამისტურ წრეებში.

იტვირთბა....