23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა იცოდა, რომ ახალგაზრდა ქალი ფსიქოლოგთან დადიოდა. უფრო მეტიც, ფსიქოლოგთან კონსულტაცია მას დედამ ურჩია. ამის შესახებ ინფორმაცია ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა “პრაიმტაიმს” მიაწოდა.
“რა თქმა უნდა, იცოდა ოჯახმა, რომ ფსიქოლოგთან დადიოდა, ეს არაფერს ნიშნავს. ახალი დაწყებული ჰქონდა ფსიქოლოგთან სიარული, დედამისმა ურჩია“ – თქვა ადვოკატმა.
კითხვაზე, რატომ შეიძლებოდა დასჭირვებოდა ახალგაზრდა გოგოს ფსიქოლოგთან კონსულტაცია და ხომ არ უკავშირდება ეს მის სამსახურს მიხეილ რამიშვილი უპასუხა:
„შესაძლებელია. მაგაზე ძალიან მალე, დედამისი ყველაფერზე კონკრეტულად გასცემს პასუხს“ – დასძინა რამიშვილმა.
ცნობისათვის, ახალგაზრდა ქალი მისივე მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს.