“გვინდოდა, რომ არ ჩაკეტილიყო სოფელი და გაფართოებული ტესტირება გვეწარმოებინა. სამწუხაროდ, არ მოგვეცა ამის საშუალება. ამიტომაც, მიღებული იქნა რადიკალური ზომა და დღეს დილიდან ჩაიკეტა ყარაჯალარი. მოსახლეობა არის კარანტინში და მიმდინარეობს ასევე გაფართოებული ტესტირება. მოსახლეობის წინააღმდეგობის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ არ სჯერათ, რომ ამ ტიპის ვირუსული ინფექცია არსებობს. უმრავლესობა ამას ადარებს ჩვეულებრივ სურდოს, გრიპს. არ სჯერათ, რომ კორონავირუსული ინფექცია არსებობს.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლოს ეროვნული ცენტრის დირექტორი
ამის შესახებ გამყრელიძემ ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში განაცხადა.
მან განმარტა, თუ რატომ ჩაიკეტა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 26 შემთხვევა არის დადასტურებული. მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო სოფელი დღეს, 24 ივლისს ჩაიკეტა.