მთავარი პოლიტიკა

“ვაშინგტონისთვის თვალის ახვევა და ნაცრის შეყრა ჩვენი სტილი არ არის” – ვოლსკი

თუ ვინმე ვაშინგტონისთვის განცხადებას აკეთებს და მით უმეტეს, დეზინფორმაციას ავრცელებს, ეს სწორედ “ფრონტერას წარმომადგენლობაა“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, “ფრონტერას“ საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ვაშინგტონისთვის თვალის ახვევა და თვალში ნაცრის შეყრა ჩვენი სტილი არ არის. რეალურად, საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება და ისინი კონკრეტულ ტერიტორიაზე სამუშაოებს აწარმოებენ. ეს არის 50 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია, რომელზეც ისინი ოპერირებენ. ათჯერ მეტი ტერიტორია იყო, სადაც არანაირი სამუშაოები არ ტარდებოდა და ხელშეკრულება არაერთგზის შეიცვალა ოცი წლის მანძილზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, თუ ვინმე ვაშინგტონისთვის განცხადებას აკეთებს და მით უმეტეს, დეზინფორმაციას ავრცელებს, ეს სწორედ “ფრონტერას წარმომადგენლობაა,” – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99% „ფრონტერამ“ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.

იტვირთბა....