ახალი ამბები მთავარი

“ახლოვდება არჩევნები, ამ ფონზე კი შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნები დესტრუქციულია” – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნა, დესტრუქციული ნაბიჯია. ამის შესახებ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვახტანგ გომელაური არის ძლიერი, პროფესიონალი მინისტრი და როდესაც ყველაზე მეტად არის საჭირო შინაგან საქმეთა მინისტრისა და სამინისტროს მხრიდან ეფექტური საქმიანობა, როდესაც ქვეყანას, როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება უსაფრთხოება და ახლოვდება არჩევნები, მისი გადადგომის მოთხოვნები დესტრუქციულია. ვფიქრობ, ეს საკითხი საფუძველს მოკლებულია და არც კი განიხილება. რაც განიხილება ეს არის, რომ მასთან ერთად ჩვენმა გუნდმა გააგრძელოს შსს-ს რეფორები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, შს მინისტრობიდან ვახტანგ გომელაურის გადაყენების მოხოვნის საკითხი გუშინ დამოიკიდებელმა დეპუტატებმა ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და ბექა ნაცვლიშილმა დააყენეს.

იტვირთბა....