ახალი ამბები მედია მთავარი სამართალი ჩვენი სტატიები

“შიმშილობას არ შევწყვეტ” – ჟურნალისტმა სერგო ჩივაძემ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო

ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქოს პროკურატურასთან “ქუთაისი თუდეის” რედაქტორმა, სერგო ჩივაძემ შიმშილობა დაიწყო. როგორც მან “მეტრონომს” განუცხადა, სამართლებრივი დავა, რომელიც უკვე 10 წელია გრძელდება, უშედეგოა. მისი თქმით, საქმის გამოძიება არ სურს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს, რადგან გამომძიებლის ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეში თავად ჩივაძე ფიგურირებს, როგორც ერთადერთი მოწმე მის წინააღმდეგ.

ჩივაძე გვიყვება დავის შესახებ და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუკი გამოძიების პროცესი ბოლომდე არ მივა, შიმშილობას ოქლის პროკურორის სახლთან გააგრძელებს და მთელი პროკურატურის პარალიზებას მოახდენს.

“გახმაურებული საქმეა – ქონება იყო მამის საკუთრება. 2010 წლიდან იძიებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი. ახლა უწყებამ მოიწერა, რომ დაასრულა საქმეზე გამოძიება, დაკითხა ყველა მოწმე. მითხრეს, რომ ვერ მცნობენ ამ ეტაპზე დაზარალებულად. მიზეზი არ განუმარტავს.

დილით დამიკავშირდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან გამომძიებელი, პროკურატურიდან იყო მითითება, რომ უნდა დავიკითხო კიდევ. ეს არის გამომძიებელი, რომლის გახმაურებული საქმეზე, რასთან დაკავშირებითაც საუბარი არ შემიძლია, ერთ-ერთ სამართლებრივ საქმეზე ერთადერთი მოწმე ვარ ამ ფინანსურის გამომძიებლის და მისი უფროსის წინააღმდეგ, რომელზედაც შესაძლო უმოკლეს დროში გამომძიებელი დააკაონ.

რადგან შეუთავსებლობა იყო ჩემი და გამომძიებლის, არც აცილება მოითხოვა, არც პროკურორმა მიიღო გადაწყვეტილება. შესაბამისად, მოვედი და პროკურორს ვუთხარი, რომ გამომძიებელი ვერ დამკითხავდა, რადგან მის საქმეში ვარ ერთადერთი მოწმე, რომელზედაც მათ დააკავებენ რამდენიმე დღეში. გავარდა გულმოსული, მოიხურა კარები და ყოველგვარი კომუნიკაცია გათიშა. არ უნდა რომ მიიღოს გადაწყვეტილება. დღეს დილით გადაწვა საჯარო რეესტრის არქივი და მომსახურების სააგენტო, რომელშიც ინფორმაცია იყო. ვიდეო კადრებს ავტვირთავ.

ვინც ამ საქმეშია, არის პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში კახა ქორიძეა. მასთან რამდენიმე ქონებაზე გვქონდა დავა და ყველა დავა ჩვენ სასიკეთოდ გადაწყდა. ერთადერთი ეს საქმეა დარჩენილი, სადაც 8 მილიონი ლარის ქონებაზეა საუბარი. ერთადერთი მიზანი აქვთ, რომ არ გამოიძიონ. პროკურატურიდან წყარო მატყობინებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ზეწოლაში ჰყავს ორი პროკურორი.

შიმშილობას არ შევწყვეტ. საღამოს მეცოდინება სად ცხოვრობს ოლქის პროკურორი და სად ცხოვრობენ ეს პროკურორები. მათ სახლთან გავაგრძელებ შიმშილს. ხვალ დილით 10 დაზარალებული ჩამოვა. იმდენ ხალხს შევკრებ, პარალიზებულს გავხვდი ამ პროკურატურას” – განაცხადა ჩივაძემ “მეტრონომთან.”

იტვირთბა....