“ჩემო ძვირფასო ბატონო რომან. ევროპული საქართველო არის მთავარი ლოკომოტივი ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევის, რადგან ეს მიგვაჩნია ივანიშვილის რეჟიმზე გამარჯვების მნიშვნელოვან წინაპირობად. ასევე ვთვლით, რომ მაჟორიტარის შეჯერება არ ავნებს პარტიებს პროპორციულ ნაწილში, მარტივად პარტიებს ამით ხმები არ აკლდებათ. აქედან გამომდინარე ჩვენ შეთანხმებებით ვმოქმედებთ და იმედი მაქვს რომ ენემიც ასე მოიქცევა. p.s. ზოგადად, ზუგდიდში კენჭისყრაზე არც მიფიქრია და ვიდრე კანდიდატს დამიყენებდით, იქნებ გაგერკვიათ”.
გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
ამის შესახებ უგულავამ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა, რითაც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებას გამოეხმაურა.
ცნობისთვის, გოცირიძემ 22 ივლისს გადაცემა “ნიუსრუმში” განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ გიგი უგულავა კენჭს ზუგდიდში იყრის, „ენმ“ მას მხარს არ დაუჭერს, რადგან იქ თავიანთი კანდიდატი ჰყავთ.