ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“მწყემსები უფრო ეფექტურად მუშაობენ, ვიდრე ჩვენი საპოლიციო სტრუქტურები” – თბილისის ყოფილი პროკურორი

სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი და თბილისის ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი აცხადებს, რომ საპოლიციო სტრუქტურის წარმომადგენელები თამარ ბაჩალიაშვილს ეძებდნენ, თუმცა ბოლოს ის მწყემსმა იპოვნა, რაც მათ არაეფექტურ მუშაობაზე მიუთითებს. ამის შესახებ მან გადაცემა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში” განაცხადა.

„თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ამბავმა კიდევ ერთხელ აჩვენა ჩვენი საპოლიციო სტრუქტურების წარმოუდგენელი არაფექტურობა. 5 დღის მანძილზე საპოლიციო სტრუქტურები ადამიანს ეძებდნენ ავტომობილით, მობილური ტელეფონით, საქართველოს ბარში მაგრამ ვერ იპოვნეს. იპოვნა მწყემსმა, ანუ მწყემსები უფრო ეფექტურად მუშაობენ ვიდრე ჩვენი საპოლიციო სტრუქტურები“ – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გარდაცვლილის ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და გამოძიებაში დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვას აანონსებს.

ცნობისათვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რომელიც ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა დღეს გარდაცვლილი იპოვეს.ა ხალგაზრდა გოგო გარდაცვლილი თეთრიწყაროში, ტყეში, ავტომანქანაში ნახეს.

 

იტვირთბა....