ჟურნალისტ ინგა გრილოგიას განცხადებით, გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე სიუჟეტი ტელეკომპანია “იმედმა” 9 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში ბოლო წუთებზე, – 20:56 წუთზე გაუშვა, რაც მისთვის დაუჯერებელი ამბავია. ამის შესახებ გრიგოლია საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე წერს და ფოტოს აქვეყნებს.
“დღეს საბოლოოდ მივხვდი, რატომ ვეზიზღებით ხელისუფლებას მედიის ის ნაწილი, რომელიც მის კონტროლს არ ექვემდებარება, მათ მთავარ ტელევიზიაში, მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალების თემა 20.56 წუთზე გასულა ანუ გადაცემის ბოლოს. როცა მითხრეს, არ დავიჯერე, სანამ არ გადავახვიე…ხოდა, უნდათ ეხლა მაგათ არხები, რომლებიც ბოლომდე მიყვებიან ასეთ ტრაგედიებს და საქმეებს? უნდათ ეხლა მათ რეპორტაჟები ბუნდოვან გამოძიებებზე? რა თქმა უნდა- არა! ესაა ყველაზე ზუსტი პასუხი, რატომაც გვერჩიან” – წერს ინგა გრიგოლია.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რომელიც ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა დღეს გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა გოგო გარდაცვლილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომანქანაში ნახეს.