ახალი ამბები მთავარი ციტატა

“მინდა მედიას მივმართო, რასაც კი გაიგებთ ყველაფერი შემატყობინეთ” – მიხეილ რამიშვილი

“მინდა მედიას მივმართო დიდი თხოვნით, რასაც კი გაიგებთ ყველაფერი შემატყობინეთ. იმიტომ, რომ დიდი საქმე გააკეთეს შაქარაშვილის საქმეში. ინფორმაციის საჯაროობა ერთია, მაგრამ ყველას გვერდით ვიქნები მე ყოველთვის. არავის არ მოერიდოს ჩემთან. თუ რამეს გაიგებთ, შემატყობინეთ. მეც ბევრი კითხვები მექნება, თქვენც თუ გექნებათ კითხვები და რაიმე ინფორმაცია მეც მომაწოდეთ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ არავინ არ დარჩეს დაუსჯელი. ყველა დაისჯება ისე, რომ არავის არ ჰქონდეს განცდა, რომ საქართველოში დაუსჯელობის სინდრომი არსებობს. არავის არაფერი არ უნდა შერჩეს. მიწიდან ამოვთხრი ვინც არ უნდა იყოს, ვინც ამ უკანონობის დამკანონებელია საქართველოში. არავის არაფერი არ შერჩება.”

მიხეილ რამიშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი.

ამის შესახებ მან ტვ “პირველის გადაცემა “საჯარო პოლიტიკაში” განაცხადა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რომელიც ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა დღეს გარდაცვლილი იპოვეს.ა ხალგაზრდა გოგო გარდაცვლილი თეთრიწყაროში, ტყეში, ავტომანქანაში ნახეს.

იტვირთბა....