ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული! – აქცია შსს-სთან

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია იმართება, ლოზუნგით – ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული! – აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეა“. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ბოლო დროს ახალგაზრდების გახშირებული, ბურუსით მოცული გარდაცვალებები საზოგადოებაში აჩენს პასუხგაუცემელ კითხვებს შსს-ს დანაშაულებრივი უმოქმედობისა და არაეფექტურობის მიმართ, რაც ქვეყანაში დაუცველობისა და უმწეობის აუტანელ გარემოს ქმნის.

მოძრაობა „შეცვალე“ შსს-ს მოუწოდებს, შეასრულოს საკუთარი მოვალეობები, არ დააფაროს ხელი დანაშაულს და გამოიძიოს საქმეები. აქციის მონაწილეებმა უწყებასთან სიმბოლურად წითელი ხელთათმანები მიიტანეს, თუმცა მათ სამართალდამცავებმა ხელთათმანების დატოვების საშუალება არ მისცეს.

ცნობისათვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რომელიც ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა დღეს გარდაცვლილი იპოვეს.ა ხალგაზრდა გოგო გარდაცვლილი თეთრიწყაროში, ტყეში, ავტომანქანაში ნახეს.

იტვირთბა....