23 წლის გოგოს უკვე რამდენიმე დღეა ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 163-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ოჯახის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან ავტომობილით გავიდა. ბოლოს კამერებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააფიქსირეს.