თბილისის ზღვაში დაკარგული 2 მოზარდიდან ერთ-ერთის ცხედარი იპოვეს. მეორეს სამძებრო-სამაშველო ღონისძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.
შემთხვევა თბილისის ზღვაზე, ვარკეთილის სანაპიროსთან მოხდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 5 მყვინთავი მუშაობს და ასევე ხდება სანაპიროს მონიტორინგი.