„კახი კახიშვილმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ამ ბრძოლაში შემოვიდა. ჭიჭინაძის ფაქტორი ისნის რაიონში, იმდენად რთული აღმოჩნდა „ოცნებისთვის“, რომ კახი კახიშვილი დააბრუნეს. კახიშვილი, თავის მხრივ, ყოველთვის ცდილობდა წარმოჩენილიყო როგორც სუფთა და პატიოსანი პოლიტიკოსი, მაგრამ მის საქმიანობაში უამრავი გადაცდომაა და ყველა ფაქტი, დოკუმენტებით დადასტურებული მას წინ დაედება. მოკლედ, რასაც ყველაზე ძალიან „უფრთხილდებოდა“ იმას დაკარგავს ზუსტად და ამის გარანტიას მე ვაძლევ.“
დავით ჭიჭინაძე – პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” ლიდერი
იგი კახა კახიშვილის საქმიანობის დროს გამოვლენილი გადაცდომების გასაჯაროვებას აანონსებს.
შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი, კახი კახიშვილი “ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარად ისნის ოქლში წარადგინა. ისანში კენჭს იყრის დავით ჭიჭინაძეც.