სამგორის რაიონის გამგეობა ორხევში, წუწუნავას ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს. ამჟამად, პროექტის დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს – იგება ასფალტის მეორე ფენა.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე გაეცნო.
წუწუნავას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა 40 წლის განმავლობაში არ მოწესრიგებულა. მიმდინარე პროექტის ფარგლებში კი, ასფალტის საფარი 2 400 კვ.მ ფართობზე დაიგო, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი.
სამუშაოებს, სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია “არსაკიძე 2000“ ასრულებს. გამგეობის ბიუჯეტიდან კი 154 000 ლარი გამოიყო.
საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, სამგორის გამგეობამ წუწუნავას ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოაწესრიგა. მოეწყო წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები.